რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერის ერთგული რჩება, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია დაგმო.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული აგრესიის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთი კვლავ გმობს აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას“, – წერს ოანა ცოიუ.

მისივე განცხადებით, რუმინეთი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ.