მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ნია იმნაძეს „საჭირო მკურნალობა უტარდებოდა“.
ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ. მანამდე, მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იმნაძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული, ხოლო ადგილზე ხმაური იყო.
არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებულია.