„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, მან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, თორნიკე ქოჩქიანს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას, მოსამართლის შეურაცხყოფით გამოხატულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.