მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.

„ერთი წლის წინ, ცნობილ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლონეთის საელჩო კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ეს სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ჩვენ მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – აცხადებს საქართველოში პოლონეთის საელჩო.