ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებები უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს და მხარეებმა საზღვაო მიმოსვლის მარშრუტებთან დაკავშირებით ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეს შეთანხმება თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ირანის კუნძულ ლარაკის მიმდებარედ და ომანის ტერიტორიულ წყლებში არსებული დროებითი მარშრუტები დაიხურება.
მისივე თქმით, შეთანხმების ფარგლებში ახალი საზღვაო მარშრუტები ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის.