აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლას-ვეგასში გამართულ მიტინგზე მხარდამჭერებთან გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანების დაღუპვა არ სურს.
„მირჩევნია, შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან ადამიანების დახოცვა არ მსურს, მაგრამ რაღაც მომენტში მოგვიწევს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან ურთიერთობებში დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობას კვლავ განიხილავს.