ირანის პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, აშშ-ს „თეატრალურ დიპლომატიაში“ ადანაშაულებს.

„მასშტაბური შეტევა ახლოვდება… არა, მოიცადეთ, მათ მოლაპარაკებები სურთ. ეს თეატრალური დიპლომატიაა, რომელიც გამუდმებით მეორდება“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბულინგის, დარღვეული დაპირებებისა და ყალბი ინფორმაციის ბერკეტად გამოყენება წარუმატებელი სტრატეგიაა.

„ბულინგის, დარღვეული დაპირებებისა და ყალბი ინფორმაციის ბერკეტად გამოყენება წარუმატებელი სტრატეგიაა. აღიარეთ ფაქტები და შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. მეტი თეატრი არ გვჭირდება“, – აცხადებს ღალიბაფი.