შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ჩადენილ მკვლელობებს, გატაცებებსა და ძალადობის სხვა ფორმებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება.

„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ჩადენილ მკვლელობებს, გატაცებებსა და ძალადობის სხვა ფორმებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობას“, –  ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.