ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთი არის ოკუპანტი! – ამის შესახებ შინდისის გმირების მემორიალთან, ჟურნალისტებს გენერალ-მაიორმა, „ჯერ საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული მებრძოლების გმირობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასწორია.

„ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას. ჩვენ, „ჯერ საქართველოს“ წევრი ვეტერანები, ვეტერანები როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი მონაწილეა უშუალოდ ამ ბრძოლების, ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს საუბარი იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთი არის ოკუპანტი! ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა პაპათა კუბოს ფიცარი იყო. დიდება ქართულ ჯარს! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!“ – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.