რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, დრონებით თავდასხმა ნოვოროსიისკზე, ანაპაზე, გელენჯიკსა და ტემრიუკის ოლქზე განხორციელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მისივე ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში, ნავთობტერმინალსა და სამხედრო ნავსადგურში ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.