ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, მოჰსენ რეზაის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს.
„ირანის გზავნილი ნათელია: ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ არ დაასრულებს ომსა და ბლოკადას, არ გაათავისუფლებს ირანის გაყინულ აქტივებს და არ დათანხმდება რეგიონის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას, მათ შორის ლიბანსა და ღაზაში“, – აღნიშნულია მოჰსენ რეზაის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი განცხადებით, სრუტე დაკეტილი დარჩება მანამ, სანამ ირანის მიერ წამოყენებული ყველა პირობა არ შესრულდება.