რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამისი პასუხით შეხვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა სარაკეტო კრეისერ „ვარიაგიდან“ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნით ეტაპს მიადევნა თვალი და ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ ლიინისგან ანგარიში მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები რუსული სავაჭრო გემების დაკავებას პრაქტიკაში დაიწყებენ, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.

„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი მის გემებზე თავდასხმებს მხოლოდ იმ წყლებში არ უპასუხებს, სადაც თავდასხმები იგეგმება.

„ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.