კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კოლუმბიის პრეზიდენტი ავრცელებს.
კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, სტიქიის შედეგად 496 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 3 494 კი დაშავდა.
„სამწუხაროდ, 265 ადამიანი დაიღუპა და 3494 დაშავდა“, – აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 11 347 სახლი დაინგრა, 53 526 კი დაზიანდა.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო.
კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.