რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონებით თავდასხმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
თავდასხმის ფაქტი ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმაც დაადასტურა.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები „გაზპრომის“ ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.