უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის Patriot-ის რაკეტების არსებული მარაგის 5%-ის მიღების შემთხვევაში, უკრაინა ზამთრის გადატანას შეძლებს და ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ წელს ორნახევარჯერ ნაკლები ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთი კი თვეში ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე მანამდე. იერიშები ყოველ ღამით ხდება, თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ კი მასშტაბური თავდასხმები გვაქვს. ეს საშინელი ღამეებია. ჩვენი ხალხი ნამდვილად გმირი და გამძლეა, მაგრამ ისინი დაიღალნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაპოვებლად დღის განმავლობაში მილიონობით სატელეფონო ზარის განხორციელება უწევს.
„თუ აშშ რაკეტების 5%-ს მოგვყიდის, ჩვენ ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ ისინი 10%-ს მოგვყიდიან, მაშინ ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. ახლა 1% მაქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.