რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუს ხალხს „გამარჯვებულის გენეტიკური კოდი“ აქვს.
ამის შესახებ პუტინმა კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტისას განაცხადა, სადაც სახალინის ოლქის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოს შეხვდა.
შეხვედრისას გუბერნატორმა პუტინს უთხრა, რომ ყველაზე შორეულ ადგილებში ჩასვლისას ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს: „ყველაფერი გამარჯვებისთვის“.
„ასეთია ჩვენი ხალხი. გამარჯვებულის გენეტიკური კოდი აქვთ“, – უპასუხა პუტინმა.