თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა მეტი დრო დაუთმოს ორ მცირეწლოვან შვილს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
ლევიტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეორე შვილი შეეძინა და გააცნობიერა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობის გამო ვერ შეძლებდა შვილებისთვის საკმარისი დროის დათმობას.
„სიმართლე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნების დღიდან ვგრძნობდი, რომ ვერ ვიქნებოდი ისეთი კარგი დედა, როგორსაც ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი იმსახურებს, რადგან თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობა მუდმივ დროს, ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ მივიღე ეს ტკბილ-მწარე გადაწყვეტილება, დავტოვო თეთრი სახლი და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო“, – აღნიშნა ლევიტმა.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისდამი „განსაკუთრებული ნდობისთვის“.
ტრამპმა ლევიტს მუშაობისთვის მადლობა საკუთარ სოციალურ ქსელში გადაუხადა და ის „თეთრი სახლის ნამდვილ ლიდერად“ მოიხსენია.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ლევიტი მომავალში „ერთ-ერთი მთავარი საგარეო მრჩეველი და გავლენიანი ფიგურა იქნება რესპუბლიკურ პარტიაში“.
ტრამპს არ განუცხადებია, ვინ შეცვლის ლევიტს თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე.
ქეროლაინ ლევიტი თანამდებობას ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს დატოვებს.