რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის თემსა და სოფელ ბელენკოეს შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფილაშკინის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

„რუსულმა ძალებმა კრამატორსკსა და ბელენკოეზე რვა თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა საჰაერო ბომბები გამოიყენა“, – აღნიშნა ფილაშკინმა.

მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.