დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ საფრთხეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს.

ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.