შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.