აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს.

ამის შესახებ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატის ნასაუს ოლქში, პოლიციის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ირანს საბოლოოდ დავამარცხებთ, ის კი სერიოზულ მარცხს განიცდის, ძალიან მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ. ჩვენ ბლოკადას ვინარჩუნებთ. ჩვენი სურვილის გარეშე არცერთი გემი არ გაივლის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა, რომლებსაც საწვავზე „ოდნავ მეტის გადახდა უწევთ“, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონის უზრუნველსაყოფად ხდება.

„ამიტომ, როცა ოდნავ მეტის გადახდა გიწევთ და ახლა 4 დოლარს იხდით, ეს არაფერია. მე ბოდიშს არასდროს მოვიხდი. სწორად მოვიქეცი“, – აღნიშნა ტრამპმა.