ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.

აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის გუბერნატორის, ემანუელ მელკიადეს ლაკა ლენას განცხადებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა მოგვიანებით გააუქმა.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები, სამედიცინო და რელიგიური დაწესებულებები დაზიანდა.