ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კუნძულ ფლორესის სამაშველო სააგენტოს ცნობით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად საპორტო ქალაქ მაუმერში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ნაგეკეოს რეგიონიდან 2 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა.

მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.