ისრაელის დარტყმის შედეგად სამხრეთ ლიბანში 7 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას NBC News-ი ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის სოფელ ანსარში მდებარე ერთ-ერთ სახლზე დარტყმა განახორციელეს.

დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.