იემენის საპორტო ქალაქ მოხაში „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ორი მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, წითელ ზღვაში მდებარე საპორტო ქალაქზე თავდასხმა ექვსი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.

იერიშის შედეგად პორტის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

„ჰუსიტებმა“ 20 ივლისს წითელ ზღვაში ბაბ ალ-მანდების სრუტის ბლოკადა გამოაცხადეს.

მოხას ზონაზე „ჰუსიტების“ კონტროლი არ ვრცელდება, თუმცა შიიტური დაჯგუფება იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებს.