უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა.

„რუსეთის სამარის ოლქში დარტყმა „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე, ცენტრ „პროგრესზე“ განხორციელდა. გამოყენებული იქნა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები. ეს კარგი შედეგია. ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ ასევე დაარტყა „სავასლეიკას“ ავიაბაზასა და უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობობიექტს.

„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შემცირდეს. მშვიდობა აუცილებელია და ეს რუსეთშიც ნათელი უნდა იყოს, კონკრეტულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის მეშვეობით“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.