რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დილის 4:25 საათზე განჟამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

NASA FIRMS-ის (ხანძრისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სამსახური) თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, დაზიანებულია უკრაინის სამთო და მეტალურგიული სექტორის უდიდესი საწარმო, „არსელორ მიტალი – კრივოი როგი“.