რუმინეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონი ჩამოაგდო. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით გაანადგურეს.
„დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს დილის 05:01 საათზე“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.