ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის, ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით „გაუთავებელი მუქარის“ ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.
„შესაძლოა, შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, – განაცხადა აზიზიმ.
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც აშშ-ის სამხედრო ჩარევა დასრულდება.
ირანელი კანონმდებლები დღეს პლენარულ სხდომას გამართავენ, სადაც საერთაშორისო დანაშაულების შესახებ კანონმდებლობას, უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის პროექტს და ჰორმუზის სრუტის ეფექტური მართვის გეგმას განიხილავენ.