აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილი ურთიერთდაცვით პაქტს ეხმაურება და მას „მნიშვნელოვანი პირველ ნაბიჯად“ აფასებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ცოტა ხნის წინ და საბოლოოდ ხელი მოაწერეს ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას. ეს აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო შინაარსიანი გზით დაიცვან თავი. ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია – ვაუ“, –  დაწერა  ტრამპმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის სამმა მოკავშირემ ურთიერთდაცვის პაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, რომელიმე მათგანის წინააღმდეგ თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება. შეთანხმება საუდის არაბეთის ქალაქ მექაში გაფორმდა.