“ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, “ – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს.   მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაბა პეჩენეგს დაარტყეს.  ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   განცხადებით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

 ასევე,   მისი  ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად კერძო სახლები, კაფე, ფოსტის შენობა, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.