“ მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ  დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის გოგონა, დაშავდა,” – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გუბერნატორმა განმარტა, რომ დრონი ბოგოროდსკის ურბანულ რაიონში Wildberries-ის საწყობს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.  

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რეგიონში 5 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსული მხარის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის თავზე 791 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, რომელთაგან 620 მოსკოვისკენ მიემართებოდა.