რუსებმა ხერსონში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის  განცხადებით, რუსულმა ძალებმა ავტობუსზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განახორციელეს.  „ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ“, – განაცხადა პროკუდინმა.  რუსული ძალების იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.