“ აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, “ – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო ეკონომიკური იზოლაციის“ გამოცხადებას გამოეხმაურა. „ე.წ. ეკონომიკური D-Day ყურადღების გადატანას წარმოადგენს თავად ამერიკის კრიზისიდან: უპრეცედენტო ვალიდან და საპროცენტო ხარჯების ზრდიდან. წარუმატებელი პოლიტიკის გაგრძელება კიდევ უფრო მეტ მარცხსა და ირანელების მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევს“, – წერს არაღჩი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. „არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.