“ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის ქვეყნები, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა, “ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მაქსიმ რაიდერმა განაცხადა. „ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი იწვევს. იქ უკრაინის მხარდამჭერებისთვის სრული თავისუფლებაა“, – აღნიშნა რაიდერმა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები განხორციელდეს. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები სამი დღის განმავლობაში -18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით – ჩატარდება.