უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრთან, რუსული დარტყმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის ნანგრევებიდან გაწმენდისა და ადამიანების ძებნის სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულისა და 130 დაშავებულის შესახებ.
მისივე ინფორმაციით, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამაშველო ოპერაციაში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები და კინოლოგიური დანაყოფები შვიდი რეგიონიდან მონაწილეობენ.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა საღამოს და ღამით უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა.
კიევში ბალისტიკური რაკეტების დარტყმებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.