ზუგდიდი-ხობის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.