რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე „ვინოგრადოვკას“ საერთაშორისო საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს.

თავდასხმის შედეგად გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, თავდასხმის გამო გამშვები პუნქტის მუშაობა ამჟამად შეჩერებულია.

დაზიანებების მასშტაბისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.