საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ტორნადო ქვეყნის სამხრეთით, ოდის დეპარტამენტში მდებარე სოფელ პომასს დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დაახლოებით 300 სახლი დაზიანდა.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოდის დეპარტამენტში დაახლოებით 2 800 საცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და დაზიანებების მასშტაბის შეფასება ამჟამად მიმდინარეობს.