უკრაინულმა FP-1 ტიპის დრონებმა რუსეთში, იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“ დაარტყეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Fire Point-ი იუწყება, რომელიც აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

უკრაინული მედია წერს, რომ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და რეაქტიული ძრავის საწვავს, ასევე საპოხ მასალებს, ბიტუმს, თხევად აირებს და სხვა პროდუქტებს.