ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიბეტში სამი ადამიანი დაიღუპა და 550-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.