მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების და ხელფასების გადახედვას მოითხოვენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაიფიცონ და თბილისში მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნას.