“ირანი დიპლომატიას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელებს” – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე, მაშინ როდესაც აშშ-მა თეირანზე იერიშები განაახლა. „მე უარვყოფ მიდგომას, თითქოს არჩევანი იყოს მხოლოდ ომსა და დიპლომატიას შორის. დიპლომატია არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ, ისევე როგორც ომის საშუალებით“, – აღნიშნა ბაღაიმ. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შუამავლების მეშვეობით თეირანს შეტყობინებები გადაეცა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.