ენდი ბერნემი დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება და ამ თანამდებობაზე კირ სტარმერს შეცვლის.  BBC -ის ინფორმაციით, სტარმერი პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლო მიმართვას გააკეთებს, რის შემდეგაც ის და ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს ეწვევიან.  ამის შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სთრითზე სიტყვით გამოვა.  შეგახსენებთ, ბერნემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პარასკევს აირჩიეს.