„მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები. იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს“,-ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.