„6 კვირიანი განხილვის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტმა, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,მარკო რუბიომ სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელმაც „დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ამ დიდი ხნის დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“.