თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ამ მიზეზით კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.
შეგახსენებთ, რომ კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა გამოძიება დაიწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი თქვეს.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ის ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.