საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა. სხვადასხვა საკითხი იყო, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. გვქონდა ჯანსაღი დიალოგი ამ თემაზე, ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის,ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ განცხადება გაავრცელა,რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდებოდა და მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა.დღეს კი ცნობილი გახდა,რომ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე კახაბერ გულედანი დაინიშნება.