გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან კი ნალექი ძლიერი ინტენსივობის იქნება.
მოსალოდნელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ასევე, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოა.