„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო.გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე წერს,რითაც რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა,რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.